TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

Euro Invest თბილისი ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

შპს ევროინვესტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ადგილმდებარეობა:თბილისი კომპანია:შპს ევროინვესტი დასაქმება:სრული განაკვეთი კომპანიის შესახებ შპს „ევროინვესტი“ არის მზარდი იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ბრენდებს და ოპერირებს როგორც საცალო ქსელებსში ასევე HoReCa სექტორში. ძირითადი მოვალეობები კომპანიის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და მართვა; Cash Flow-ის დაგეგმვა და ლიკვიდურობის მართვა; ფინანსური ანგარიშგებების (P&L, Balance Sheet, Cash Flow) მომზადება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა; ბიზნესის ფინანსური და ოპერაციული შედეგების ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა და რეკომენდაციების მომზადება; გაყიდვების, მომგებიანობის, მარჟების, ხარჯების, მარაგებისა და სამუშაო კაპიტალის მუდმივი მონიტორინგი; KPI-ების შემუშავება, მონიტორინგი და შესრულების შეფასება; სხვადასხვა დეპარტამენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და Dashboard-ების მომზადება; ბიზნეს პროცესების ანალიზი, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება; ფინანსური და ოპერაციული მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მხარდაჭერა; ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების ავტომატიზაციის პროექტებში მონაწილეობა; ბონუსების გაანგარიშების პროცესის მართვა, არსებული საბონუსე მოდელის დახვეწა და ეფექტიანობის გაუმჯობესება; კომპანიის სხვა საინვესტიციო პროექტებში ჩართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულების; ფინანსურ მენეჯერის, ფინანსური ანალიტიკოსის ან Business Analyst-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ფინანსური მოდელირების, ბიუჯეტირების და ბიზნეს ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება; Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ფინანსური და ოპერაციული მონაცემების ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარი; ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას; სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - [email protected] - ზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.