TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერი

ფინანსური მენეჯერი

Sixt Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

"SIXT" არის გერმანული ავტომობილების გაქირავებისა და მობილობის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. "SIXT Georgia" ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების გაქირავების მომსახურებას და აქტიურად განაგრძობს განვითარებას საქართველოს ბაზარზე. "SIXT Georgia" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და ანალიტიკური აზროვნების მქონე თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვასა და კონტროლს, მენეჯერული ანგარიშგების მომზადებასა და ფინანსურ დაგეგმვას. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; ** ყოველდღიური ფინანსური ოპერაციებისა და ტრანზაქციების განხორციელება და მონიტორინგი დადგენილი პროცედურების შესაბამისად; ** საბანკო, საბარათე და ნაღდი ანგარიშსწორებების კონტროლი და შეჯერება; ** ფულადი სახსრების მოძრაობისა და გადახდების კალენდრის კონტროლი; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და მონიტორინგი; ** მომწოდებლებთან, კორპორაციულ კლიენტებთან და პარტნიორებთან ანგარიშსწორების კონტროლი; ** ინვოისების, გადახდებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მენეჯერული ანგარიშების მომზადება; ** შემოსავლების, ხარჯების, მოგება-ზარალისა და ფულადი ნაკადების ანალიზი; ** წლიური ბიუჯეტისა და ფინანსური პროგნოზების მომზადებაში მონაწილეობა; ** დაგეგმილი და ფაქტობრივი ფინანსური შედეგების შედარება და ანალიზი; ** კომპანიის ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და შეფასება; ** ბუღალტერთან თანამშრომლობა და პირველადი ფინანსური დოკუმენტაციის დროული მიწოდება; ** კომპანიის ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და ანალიზის მომზადება; ** ფინანსური პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით; ** ფინანსურ ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** ფინანსური ანგარიშგების, ბიუჯეტირებისა და ფულადი ნაკადების მართვის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ციფრებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე; ** რამდენიმე პარალელური დავალების ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. სამუშაო პირობები: ** საერთაშორისო ბრენდისა და განვითარებადი კომპანიის გუნდში მუშაობა; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** ანაზღაურება: 1500 - 2000 ლარი . განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "ფინანსური მენეჯერი".