ფინანსური რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
Job description
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „არქი“-ში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის უმცროს სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: IFRS-ის მოთხოვნების შესაბამისად წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა; ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა, დოკუმენტაციისა და სამუშაო ცხრილების მომზადება, გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია; მენეჯმენტისთვის ფინანსური ანალიზისა და პერიოდული რეპორტების მომზადება, გადახრების ანალიზი და KPI-ების მონიტორინგი; ყოველთვიური მენეჯერული რეპორტების მომზადება; საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და IFRS-თან შესაბამისობის კონტროლი; აღრიცხვის პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; IFRS-ის საფუძვლების ცოდნა; სასურველია ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით : https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.