TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური სპეციალისტი

ფინანსური სპეციალისტი

mifasi Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

კომპანია " მიფასი " 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უზრუნველყოფს პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების სისტემების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირებას, ტექნიკურ ინტეგრაციას, ინსტალაციას/მონტაჟს, პერსონალის ტრენინგს, აგრეთვე საგარანტიო და პოსტსაგარანტიო მომსახურებას. ამ ეტაპზე კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე. მოვალეობები: ** ფინანსური უწყისების წარმოება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში; ** შემოსავლებისა და ხარჯების ბიუჯეტირება, ფაქტობრივ შედეგებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება თვის, კვარტალის და წლის ჭრილში; ** ფულადი სახსრების ნაშთების კონტროლი; ** ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება; ** ცალკეული პროექტების ხარჯთაღრიცხვის დაგეგმვა, მომგებიანობის ანალიზი, ფაქტობრივ ხარჯებთან შედარება და გადახრების ანალიზის მომზადება; ** ხელფასებისა და ბონუსების დარიცხვა და კონტროლი; ** ბუღალტრული საქმიანობის ორგანიზება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ** თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი; ** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი სხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება და დანერგვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. ანაზღაურება: ** ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი ; ** პრემია, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებსა და მომგებიანობაზე. ** ნახევარი განაკვეთი 10:00-დან 14:00-მდე ან 15:00-დან 19:00-მდე ** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** უფასო კორპორატიულ ტელეფონს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. სამუშაო გრაფიკი: სრული; ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა 16; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject-ში) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს. გისურვებთ წარმატებას.