TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პირად ასისტენტი II კლასის მოსწავლისთვის

პირად ასისტენტი II კლასის მოსწავლისთვის

Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

ვეძებთ ყურადღებიან და პასუხისმგებლობიან პირად ასისტენტს 2-ე კლასის მოსწავლისთვის . ძირითადი მოვალეობები: ** სასწავლო მხარდაჭერა - ყურადღების კონცენტრაციის მართვა. ყურადღების გადატვირთვა, სასწავლო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა ** სოციალური ფასილიტაცია - კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი მართვა ** გუნდური მუშაობა - თანამშრომლური ურთიერთობა სკოლის ფსიქოლოგთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ბავშვისთვის შემუშავებული ინდივიდუალური მარტივი გეგმის შესასრულებლად ** მის გვერდით მუდმივად ყოფნა საკლასო ოთახში, კვების დროს, ეზოს აქტივობების დროს, საჭიროების შემთხვევაში პირადი ნივთების მოწესრიგებაში დახმარება ასისტენტს უნდა შეეძლოს: ** მოკლე და მკაფიო ინსტრუქციების გამოყენება; ** ვიზუალური მხარდაჭერის ან რუტინის შექმნა; ** წინასწარი გაფრთხილებების მიცემა; ** პოზიტიური გაძლიერების გამოყენება; ** ბავშვის ქცევის მიზეზების დანახვა, არა მხოლოდ ქცევის შეჩერებაზე ფოკუსირება. ** უპირატესობად ჩაითვლება პრაქტიკული გამოცდილება ADHD-ს მქონე ბავშვებთან მუშაობა პოზიციაზე განიხილებიან როგორც სტუდენტები, ასევე პროფესიული განათლების მქონე პირები. სამუშაო საათები: 10:00-15:00 (ორშაბათი-პარასკევი) ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის ინტერესების მაქსიმალური დაცვით. ასევე ანაზღაურდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიანი ბარათი კონტაქტი: [email protected] ვადა: 09.09.2026