პირადი დაცვის თანამშრომელი
Job description
შ.პ.ს. " კახური ტრადიციული მეღვინეობა " აცხადებს ვაკანსიას პირადი დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის ხელმძღვანელის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაადგილების დროს; ** ხელმძღვანელის თანხლება შეხვედრების, მივლინებების, ღონისძიებებისა და ოფიციალური ვიზიტების დროს; ** გარემოსა და პოტენციური რისკების მუდმივი შეფასება და პრევენციული ზომების მიღება; ** უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება; ** საგანგებო ან კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება; ** უსაფრთხოების პროტოკოლებისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა; ** დაცვის ხელმძღვანელთან მუდმივი კოორდინაცია და ყოველდღიური დავალებების შესრულება; ** საჭიროების შემთხვევაში სტუმრებისა და მნიშვნელოვანი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პირადი დაცვის, უსაფრთხოების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სასურველია გამოცდილება სამხედრო, სამართალდამცავ ან სპეციალურ დანიშნულების სტრუქტურებში; ** კარგი ფიზიკური მომზადება; ** მართვის მოწმობა (B კატეგორია); ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა; ** სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** პროფესიულ გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პირადი დაცვის თანამშრომელი". "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."