პირადი მძღოლი
Job description
" TD Construction " აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის (2 პოზიცია) პოზიციაზე. ვეძებთ ორ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და გამოცდილ პირად მძღოლს, რომლებიც იმუშავებენ მონაცვლეობითი (ყოველ მეორე დღეს) გრაფიკით. მოვალეობები: ** ხელმძღვანელის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა; ** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ** მარშრუტების დაგეგმვა; ** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა დავალების შესრულება. სამუშაო სპეციფიკა: ** დღის განმავლობაში შესაძლოა იყოს 2-3-საათიანი შესვენებები, როდესაც მძღოლი თავისუფალია. ** ამ პერიოდში მძღოლს არ მოეთხოვება ავტომობილში ან ეზოში ლოდინი. ** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც საბურთალოს ან ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს მოკლე დროში დაბრუნება და სამუშაოს გაგრძელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა; ** მოწესრიგებული გარეგნობა, ჰიგიენის დაცვა. ** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** ნასამართლეობის არქონა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით გთხოვთ CV-ში დაურთოთ ფოტოსურათი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]