TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პირადი მენეჯერის ასისტენტი

პირადი მენეჯერის ასისტენტი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 28, 2026

Job description

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია “ აცხადებს ვაკანსიას პირადი მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის ქ. №8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: დაზღვეულთა კმაყოფილების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიაში დანერგილი სტანდარტების გათვალისწინებით; დაზღვეულსა და კომპანიას შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება; დაზღვეულთა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია საჭიროების შემთხვევაში; პირადი მენეჯერების ტექნიკური მხარდაჭერა; პირადი მენეჯერების შვებულების დროს მათი პორტფელის მართვა საჭიროებისამებრ (დაზღვეულებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა); რას ვითხოვთ: უმაღლესი სამედიცინო განათლება; სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში, მსგავს პოზიციაზე; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ფლობა (მინიმალური დონე B1/B2); რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; გისურვებთ წარმატებას! დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/M7zH