TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პირადი მცველი

პირადი მცველი

ვეზირი Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 01, 2026

Job description

შპს "ვეზირი " იწყებს კანდიდატების შერჩევას პირადი მცველის პოზიციაზე დასაქმების მიზნით. ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 10 (ათი) დასაქმების სავარაუდო თარიღია: 01/08/2026 დასაქმების პირობები: სამუშაო ადგილი: სამუშაო მოიაზრებს დასაცავი ფიზიკური პირის თანხლებას, შესაბამისად მუდმივად ცვალებადია. სამუშაო საათები: სტანდარტული გრაფიკი - 2 დღე დღის ცვლა 12 საათიანი მორიგეობა დილიდან საღამომდე შემდეგ 2 დღე-ღამე დასვენება, თუმცა სამუშაო საათები მორგებულია დასაცავი ფიზიკური პირის გრაფიკსა და მოთხოვნებზე და შესაძლოა, შეიცვალოს პერიოდულად. ცვლილების შესახებ დასაქმებულს ეცნობება წინასწარ; ანაზღაურება: დღიური ანაზღაურება გამომუშავებით დაზღვევა: დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტი კომპანიის ხარჯზე; ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით. შემდგომში ვადის გაგრძელების პერსპექტივით. ძირითადი მოვალეობები: ** დაცვის ქვეშ მყოფი პირის თანხლება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ** მარშრუტების დაგეგმვა და წინასწარი შემოწმება: ** ლოკაციის წინასწარი შემოწმება ** პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების ჩატარება ** საეჭვო ქცევის იდენტიფიცირება: ხალხმრავალ ადგილებში უცნაური ან აგრესიული ქცევის მქონე პირების დროული შემჩნევა; ** სამედიცინო დახმარება: იმოქმედოს მისი შესაძლებლობების ფარგლებში ექიმების მოსვლამდე კლიენტის ჯანმრთელობის გაუარესების ან ტრავმის დროს; ** კრიზისების მართვა: ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების დროს პანიკის გარეშე მოქმედება ძირითადი მოთხოვნები: 1. განათლება, სერტიფიკატები და გამოცდილება: ** სპეციალური მომზადების კურსები: პირადი დაცვის კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ** სამედიცინო მომზადება: პირველადი გადაუდებელი დახმარების და ხანძარსაწინააღმდეგო სწავლების სერტიფიკატი და პრაქტიკული ცოდნა. ** გამოცდილება: უპირატესობა თითქმის ყოველთვის ენიჭებათ პირებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურის, სამართალდამცავ უწყებებში ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ** ცვლიან რეჟიმში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია: უცხო ენების, განსაკუთრებით ინგლისური ენის საშუალო დონეზე ფლობა; ** საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Windows, MS Office აპლიკაციები - Word, Excel, Access Outlook); უპირატესობად ჩაითვლება ელექტრონულ და კომპიუტერულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის გამართული უნარები; 2. ფიზიკური მომზადება და პროფესიული უნარები: ** საბრძოლო ხელოვნების უნარები; ** ფიზიკური მომზადება; ** ავტომობილის მართვის მოწმობა და ექსტრემალური მართვის უნარები; 3. ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური თვისებები: ** სიტუაციური ცნობიერება; ** სტრესის მართვა და ცივი გონება; ** კონფლიქტების დეესკალაცია; ** თვითკონტროლი და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 4. პიროვნული და ეთიკური სტანდარტები ** კონფიდენციალურობის დაცვა; ** პუნქტუალურობა და დისციპლინა; ** რეპუტაცია და წარსული; ** ტაქტის გრძნობა და ეტიკეტი; ** ემპათია და ადაპტაციის უნარი; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 აგვისტო. დასაქმებულის უფლებები:შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში. საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე [email protected] , ველში "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, პირადი მცველი.