TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფიზიკური თერაპევტი

ფიზიკური თერაპევტი

მიელინი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

"მიელინი" ბავშვთა და მოზარდთა კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და ინტერვენციის ცენტრია. მისი მისიაა ბავშვთა საჭიროებების დროული აღმოჩენა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების შეთავაზება, მათ შორის: განვითარების რისკის მქონე, შეზღუდული ან/და დამატებითი საჭიროების მქონე ბავშვებისა თუ მოზარდებისათვის. მეტი ინფორმაცია მიელინზე შეგიძლიათ იხილოთ: https://myelin.ge/ka კლინიკა "მიელინში" ვეძებთ მაღალი მოტივაციის, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და თბილ ადამიანს, რომელსაც ჩვენთან ერთად სურს გააუმჯობესოს ბავშვთა კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხი. ვეძებთ ფიზიკურ თერაპევტს, რომელიც შეუქმნის ბავშვებს უსაფრთხო და განმავითარებელ გარემოს - დაეხმარე პატარებს სამყაროს აქტიურ კვლევა-ძიებაში. ადგილმდებარეობა: ქუთაისი/სამტრედია სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: მზარდი, განხორციელებული ვიზიტების რაოდენობისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფასება, მშობელთან/მზრუნველთან პირველადი ანამნეზის შეგროვება; ** შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შემუშავება და განხორციელება ბავშვის საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით; ** ბავშვთან ინდივიდუალური თერაპიული სესიების ჩატარება, ბალანსის, კოორდინაციის, მოძრაობისა და ყოველდღიური ფუნქციური უნარების განვითარებაზე მუშაობა; ** ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარება და ყოველდღიურ აქტივობებში ჩართვა; ** თამაშის გაშუალებით ბავშვის ფიზიკური, ფუნქციური და სოციალური უნარების განვითარება; ** მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია, რეკომენდაციების გაზიარება და თერაპიულ პროცესში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა; ** თანამშრომლობა მულტიდისციპლინურ გუნდთან; ** ბავშვის პროგრესის მუდმივი შეფასება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, საჭირო საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი ფიზიკური რეაბილიტაციაში; ** კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (Microsoft Office, ინტერნეტი, Google Drive); ** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბავშვებთან მათ შორის: აუტიზმის სპექტრის, ცერებრული დამბლის, ინტელექტუალური, ენისა და მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებთან თუ სხვ. ** ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება პლუსად. პიროვნული თვისებები და უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული განვითარების ძლიერი მოტივაცია; ** გამართული მეტყველებისა და აკადემიური წერის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** დროისა და სამუშაო რესურსების სწორი მენეჯმენტი; ** ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი. ჩვენთან დაგხვდებათ: ** მზრუნველი, მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო; ** საერთაშორისო და ადგილობრივი სუპერვიზია პროფესიული ზრდისთვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** FitPass-ზე წვდომა; ** ანაზღაურებადი ავადობის დღეები; ** კარიერული წინსვლისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა. შერჩევის ეტაპები: კადრის შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად: ** შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; ** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან; ** საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), სასურველია რეზიუმესთან ერთად გადმოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი: [email protected] საკონტაქტო ტელეფონები: +995 568 18 33 66 / +995 568 047 722 მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის #89ბ, საქართველო. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: Facebook გვერდი: https://www.facebook.com/MyelinKutaisi ვებგვერდი: http://www.myelin.ge