ფლებოტომისტი
Job description
რეიმანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფლებოტომისტი , ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ: ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება; კაპილარული სისხლის აღება. აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა; საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება; სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად; კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში; ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაცია; საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება; ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და ფლებოტომიური უნარების კარგი ცოდნა; 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ვაკუუმური სისტემებით ვენური სისხლის აღების გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესად) ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის, ან რეანიმაციის განყოფილებაში სულ მცირე 1 წლის მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესად) ცოდნა, უნარები: სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში); ინგლისური ენის ცოდნა; საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა. გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; დროის მენეჯმენტი; კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი; სამუშაოს ადგილმდებარეობა: გლდანი, მ. ნოზაძის #12 ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 შერჩევის ეტაპები: მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: Https://Www.Facebook.Com/Raymann.Ge თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://hel-ai.com/apply/vFnVeCud