ფლებოტომისტი
Job description
" ადეიშვილის კლინიკა " ქუთაისში ეძებს ფლებოტომისტს . სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 სამუშაო დღე სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N91 თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული და გსურთ მუშაობა სტაბილურ, თანამედროვე სამედიცინო გარემოში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გუნდს; ** თანამედროვე სამედიცინო გარემოში მუშაობას; ძირითადი მოვალეობები: ** ვენის პუნქცია და კაპილარული პუნქცია; ** დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის სისხლის ნიმუშების მისაღებად, პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა; ** საანალიზო მასალების პროგრამული რეგისტრაცია; ** სათანადო დოკუმენტაციის წარმოება და ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა; ** ფლებოტომიის ინვენტარის მარაგის კონტროლი, სათანადო შენახვის პირობების უზრუნველყოფა; ** პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან მედდის დიპლომი; ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ფლებოტომისტის საქმიანობის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; საჭირო უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პაციენტებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** წესებისა და პროცედურების დაცვა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV/რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება დასახელება, რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. ადეიშვილის კლინიკების ქსელი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!