POS ექვაირინგის ჯგუფის ადმინისტრატორი
Job description
ს.ს. " გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია " აცხადებს ვაკანსიას POS ექვაირინგის ჯგუფის ადმინისტრატორის თანამდებობაზე. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა - ინოვაციური გადაწყვეტილებებით მარტივი, უსაფრთხო და მოხერხებული გადახდების სისტემის ჩამოყალიბებაა, Visa International, MasterCard Worldwide, და UPI (Union Pay International) - ის რეგულაციებისა და PCI (Payment Card Industry) მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები: ** კომპანიის კლიენტი ორგანიზაციების მიერ დაფიქსირებული სამუშაოების განაწილება და შესრულების მონიტორინგი; ** პოს-ტერმინალების მოძრაობის მონიტორინგი, ზედნადების გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში კლიენტ-ობიექტთან კომუნიკაცია; ** კლიენტი-ობიექტისთვის გადასაცემი ტერმინალის აღწერა და შესაბამისი ინჟინერისთვის გადაცემა; ** რეგიონში გასაგზავნი ტერმინალებისთვის საფოსტო გზავნილების მომზადება/აღრიცხვა/კონტროლი. განათლება და გამოცდილება: ** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საბაზისო დონეზე ფლობა; ** სასურველია გამოცდილება და ცოდნა საბანკო/საბარათე მიმართულებით. უნარები: ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი; ** ინფორმაციის სწორად გადაცემა, გუნდური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, ორგანიზებულობა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი, 2026 წელი შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 777 222 დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.