პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით
Job description
სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში (ივლისი-სექტემბერი). სამუშაო ლოკაცია - ბათუმი და ბათუმის შემოგარენი ძირითადი მოვალეობები: ** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენლისთვის; ** პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.) ; ** პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება; მოთხოვნები: ** მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია; ** საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები); ** კლიენტების თავაზიანი მომსახურება უნარები: ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; სამუშაო პირობები: ** მომსახურების ხელშეკრულება ზაფხულის სეზონზე (2-3 თვე) ** სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი ** ანაზღაურება: ფიქსირებული საბაზისო ხელფასი + დამატებით ანაზღაურება შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით ** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას; ** მეგობრული სამუშაო გარემო დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected] (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი ბათუმში).