TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფოტო-ვიდეოგრაფი

ფოტო-ვიდეოგრაფი

Social Pulse Agency Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

" Social Pulse Agency " ეძებს კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ფოტო-ვიდეოგრაფს , რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს კომერციული პროექტების განსახორციელებლად. თუ გიყვარს ესთეტიკური კადრების დაჭერა, გაქვს კომერციული გადაღებების გამოცდილება და გსურს საინტერესო ბრენდებთან მუშაობა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა ბრენდისთვის მაღალი ხარისხის კომერციული ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის და ა.შ.). ** გადაღების პროცესის სრულყოფილი მართვა (განათების, კომპოზიციისა და ხმის უზრუნველყოფა). ** სააგენტოს გუნდთან (კოფირაიტერები, დიზაინერები, პროექტის მენეჯერები) მჭიდრო თანამშრომლობა და იდეების ვიზუალიზაცია. ** გადაღებების ლოკაციების შერჩევა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა. მოთხოვნები და კვალიფიკაცია: ** ფოტო და ვიდეო გადაღების, მათ შორის კომერციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ** პროფესიონალური გადამღები ტექნიკის, განათებისა და ხმის აპარატურის ცოდნა. ** კადრის, კომპოზიციის, ესთეტიკისა და ფერების კარგი აღქმა. ** ტრენდების ცოდნა და მუდმივი განვითარების სურვილი. ** სავალდებულოა საბაზისო ცოდნა ფოტო/ვიდეო სამონტაჟო პროგრამებში (Adobe Premiere Pro, Lightroom, After Effects ან სხვა). რას გთავაზობთ ჩვენ? ** ანაზღაურებას შეთანხმებით, რომელიც სრულად იქნება მორგებული თქვენს გამოცდილებასა და უნარებზე. ** მრავალფეროვან, საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას. ** თავისუფალ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (თქვენი ნამუშევრების ბმული აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: [email protected]