TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრეანალიტიკის სპეციალისტი

პრეანალიტიკის სპეციალისტი

კლინიკა რეიმანი თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ) ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში. ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა; სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება; საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა; მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება; ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება; ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;(საჭიროა მეილების იდენტიფიკაციისათვის და გაგზავნილი/არ გაგზავნილის საჭიროებისამებრ პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა; პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა. ცოდნა, უნარები: ინგლისური ენის ცოდნა; საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა. გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; დროის მენეჯმენტი; კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3; ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #1; ქ. თბილისი, გლდანი, მ. ნოზაძის #12 შერჩევის ეტაპები: მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xcvOnDY გისურვებთ წარმატებებს!