პრემიუმ ბანკინგის სეგმენტის განვითარების მენეჯერი- Premium Banking Segment Development Manager - Premium Banking Business Development Manager
Job description
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" გუნდში! "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და გერმანიის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. ვაკანსია: პრემიუმ ბანკინგის სეგმენტის განვითარების მენეჯერი- Premium Banking Segment Development Manager/Premium Banking Business Development Manager პოზიციის მიზანია პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებისთვის განსხვავებული საბანკო ღირებულების შეთავაზების შექმნა და განვითარება. აღნიშნული როლი პასუხისმგებელი იქნება პრემიუმ მიმართულების სტრატეგიის ფორმირებაზე, ბიზნეს-მოდელის ჩამოყალიბებაზე, მომხმარებლის გამოცდილების დიზაინზე, პროცესების განვითარებასა და სეგმენტის გრძელვადიან ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელსაც აქვს პრემიუმ საბანკო მიმართულების განვითარების პრაქტიკული გამოცდილება და შეუძლია მომხმარებლისთვის მაღალი ღირებულების მქონე სეგმენტის შექმნა, მართვა და შემდგომი განვითარება. ძირითადი მოვალეობები: • პრემიუმ სეგმენტის განვითარების სტრატეგიისა და ბიზნეს-მოდელის შემუშავება; • მომხმარებელთა სეგმენტაციის, ღირებულების შეთავაზებისა და მომსახურების სტანდარტების განსაზღვრა; • პრემიუმ მომხმარებლის სრული customer journey-ის დიზაინი და ოპტიმიზაცია; • პროდუქტების, სერვისებისა და არაბანკური უპირატესობების კონცეფციის შექმნა; • სხვადასხვა შიდა დეპარტამენტთან კოორდინაცია პრემიუმ სეგმენტის დანერგვისა და განვითარების მიზნით; • პრემიუმ მიმართულების კომერციული და ოპერაციული მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი; • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი; • სეგმენტის განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით; • საბანკო სექტორში მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება; • პრემიუმ, პერსონალური ან affluent banking სეგმენტის შექმნის, განვითარების ან მართვის პრაქტიკული გამოცდილება; • სასურველია გამოცდილება პრემიუმ საბანკო კონცეფციის ჩამოყალიბების, ტრანსფორმაციის ან მასშტაბირების პროცესში; • ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის ძლიერი უნარები; • სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა; • ინგლისური ენის კარგი ცოდნა. დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — “ Premium Banking Segment Development Manager ” შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23.07.2026 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; [email protected]