TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრისეილერი

პრისეილერი

Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" აბრაზივ პროდაქტსი " აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე. "აბრაზივ პროდაქტსი" არის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც აერთიანებს მსუბუქი სამშენებლო სახარჯი მასალების იმპორტს და წარმოებას. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის მიწოდება როგორც სავაჭრო ქსელისთვის, ისე სამშენებლო კომპანიებისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვას და გაყიდვების პროცესის ეფექტიან კოორდინაციას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სამშენებლო მაღაზიების რეგულარული მონახულება; ** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზება პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის; ** შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის მართვა; ** შესრულებული შეკვეთების თანხის ამოღება; ** კლიენტებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** გაყიდვების გეგმების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება (კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ავტომობილით და საწვავით); ** რეგიონებში გადაადგილების მზადყოფნა. სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:00სთ-18:00სთ; ანაზღაურება: 2000 ლარიდან ზევით (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა); კომპანიის მისამართი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. პეპელა, აფრიკის დასახლება, კორნელი სანაძის ქუჩა #32. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 აგვისტო . დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "აბრაზივ პროდაქტს"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან და/ან სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] შპს "აბრაზივ პროდაქტს" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.