პრისეილერი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში ძირითადი მოვალეობები: შეკვეთების მიღება და ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირება; არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება; პროდუქციის ასორტიმენტის შეთავაზება, გაყიდვების ზრდასა და შეკვეთების მოცულობის გაზრდაზე მუშაობა; აქციებისა და ახალი პროდუქტების პრეზენტაცია; თაროებზე პროდუქციის განლაგებისა და მარაგების კონტროლი; კომპანიის სტანდარტების დაცვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების ან დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია); ჩვენ გთავაზობთ: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი; საწვავისა და სამსახურებრივი ხარჯების ანაზღაურებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.მისამართზე [email protected] და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. ფოტოსურათისა და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.