TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრისეილერი

პრისეილერი

ბი-ემ-ესი Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია " BMS " აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში . კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. პირობები: ** ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, თაბუკაშვილის 17ა. ** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30 სთ. ** დასვენება: კვირაში ორი დღე, შაბათი-კვირა. ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი 1200 ლარი + მანქანის ცვეთის ხარჯი 150ლარი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა. არ ვითხოვთ უძრავი ქონების უზრუნველყოფას. ფუნქცია - მოვალეობები: ** მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო წერტილებთან; ** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო წერტილებში; ** სწორი კომუნიკაცია სავაჭრო წერტილების წარმომადგენლებთან; ** დებიტორული დავალიანების კონტროლი; ** მერჩენდაიზინგი, პროდუქციის სათანადოდ განლაგების უზრუნველყოფა; ** სავაჭრო წერტილში პროდუქციის ფასის კონტროლი; ** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება. ძირითადი მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია); ** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი. თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. Tel: 595089796 გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."