პრისეილერი
Job description
სადისტრიბუციო კომპანია " ბესთ დისტრიბუშენი ", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების დისტრიბუტორს საქართველოში, ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე: პოზიცია: პრისეილერი (სავაჭრო აგენტი) ; ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი . კომპანია სთავაზობს კანდიდატებს (ზრდის პერსპექტივით) შემდეგ პირობებს: ** ფიქსირებულ ხელფასს ** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას დამატებული (ნავაჭრის - %) ** სამოტივაციო ბონუსებს დეტალების დაზუსტება შესაძლებელი იქნება გასაუბრებისას, რადგან ის დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. ** თბილისი - პრისეილერის პოზიციაზე-1 (ერთი) საშტატო ერთეული. ** ქუთაისი - (იმერეთის რეგიონი) პრისეილერის პოზიციაზე-1 (ერთი) საშტატო ერთეული. ** ბათუმი - პრისეილერის პოზიციაზე-1 (ერთი) საშტატო ერთეული. ** გორი - პრისეილერის პოზიციაზე - 1 (ერთი) საშტატო ერთეული. აუცილებელი მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა ** საკუთარი ავტომანქანის ფლობა პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** შრომისმოყვარეობა ** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი ** კომუნიკაბელურობა ** გუნდურობა ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი ** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ფუნქცია-მოვალეობები: ** უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე შეკვეთების აღება. ** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება. ** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია. ** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება . ** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში. ** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი. ** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის ანგარიშზე. პრეტენდენტებმა გამოაგზავნეთ CV ამ მისამართზე (სათაურში მიუთითეთ რეგიონი): ელ.ფოსტაზე: [email protected]