---
title: პრობლ. პორტფელის მართვისა და აქტივების ამოღების სპეციალისტი
description: ფინანსური სექტორის წამყვანი კომპანია , რომელიც სპეციალიზებულია ავტოსესხებისა და ავტოუზრუნველყოფილი დაფინანსების მიმართულებით, იწვევს მოტივირებულ კადრებს პრობლემური აქტივების მართვისა და საველე ამოღები
---

# პრობლ. პორტფელის მართვისა და აქტივების ამოღების სპეციალისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-12  
**Apply by:** 2026-09-12

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=744319)

## Job description

ფინანსური სექტორის წამყვანი კომპანია , რომელიც სპეციალიზებულია ავტოსესხებისა და ავტოუზრუნველყოფილი დაფინანსების მიმართულებით, იწვევს მოტივირებულ კადრებს პრობლემური აქტივების მართვისა და საველე ამოღების სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მოლაპარაკებების წარმოება: ვადაგადაცილებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დავალიანების დაფარვის ან გრაფიკის ოპტიმიზაციის/რესტრუქტურიზაციის გზების მოძიება. ** საველე სამუშაოები: პრობლემური ქეისების ფარგლებში კლიენტებთან ადგილზე ვიზიტების განხორციელება. ** აქტივების ამოღება: უზრუნველყოფაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოძიება, იდენტიფიცირება და მათი ტრანსპორტირების ორგანიზება მითითებულ მისამართზე. ** ანგარიშგება: ჩატარებული ვიზიტებისა და მოლაპარაკებების შედეგების დროული და დეტალური აღრიცხვა შიდა ბაზაში ** სტანდარტების დაცვა: სამუშაო პროცესის წარმართვა კომპანიის შიდა რეგულაციებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება უშუალო მენეჯერის მითითებით და თანამშრომლობა მიჯნურ დეპარტამენტებთან. საკვალიფიკაციო და აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა გამოცდილება პრობლემური აქტივების ამოღების ან აღსრულების სფეროში; ** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ყოლა; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ბაზისურ დონეზე ფლობა. პიროვნული უნარები: ** არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების მაღალი უნარი; ** გამართული და დახვეწილი კომუნიკაცია; ** სტრესულ და დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** შედეგზე ორიენტაცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. კომპანია გთავაზობთ: ** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას; ** საწვავის ლიმიტის სრულ დაფინანსებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას პოზიტიურ და გუნდურ გარემოში. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: jobscompanyone@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A.+%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
