პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტი
Job description
საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " ლაზიკა კაპიტალი " აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის ექსპერტის პოზიციაზე ოზურგეთის, ხულოს, ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის, ქუთაისისა და ზესტაფონის. ფილიალებისთვის. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება. სამუშაოს აღწერილობა: პრობლემური და ჩამოწერილი სესხების მართვა; დაკრედიტებასთან დაკავშირებული იურიდიული პროცედურების მართვა. ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით. ორგანიზაციის გაცხადებული მთავარი ღირებულებებია: პასუხისმგებლობა, ზრუნვა, განვითარება, პროფესიონალიზმი. რატომ უნდა აირჩიოთ ლაზიკა კაპიტალი: კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები: მრავალფეროვან საბონუსე სისტემას. ჯანმრთელობის დაზღვევას, მობილურ ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს და კომპანიის ავტომობილით მომსახურებას. სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი.რადგან ვიცით, რომ ბედნიერი, მოტივირებული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენ გთავაზობთ 35-საათიან სამუშაო კვირას (შაბათ-კვირას დასვენება) და მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. მრავალფეროვანი პროგრამები: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია თქვენი უნარების გასაძლიერებლად: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.