TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრობლემური სესხების ოფიცერი

პრობლემური სესხების ოფიცერი

სონო კრედიტ Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

შპს " სონო კრედიტი " აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე. სამუშაოს ტიპი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე. ანაზღაურებადი სტაჟირებით ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** პრობლემური და ჩამოწერილი სესხების მართვა ** საოფისე პროგრამებში მუშაობა; ** მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია ** საშეღავათო მოლაპარაკებების წარმოება ** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები შესრულება მოთხოვნის შესაბამისად. კვალიფიკაცია: ** სასურველია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** კლიენტთან მოლაპარაკების უნარი; ** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა; ** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი. პიროვნული თვისებები: ** პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა; ** კანდიდატს უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული. წარსადგენი დოკუმენტაცია: CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] (თემის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება). კომპანია არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომელი. დამატებითი ინფორმაცია: ** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს; ** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე; ** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!