TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრობლემური სესხის ოფიცერი / PD

პრობლემური სესხის ოფიცერი / PD

კრედო ბანკი ამბროლაური hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხის ოფიცერი (PD) ამბროლაური კრედო ბანკი 27 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს” #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა #ჩვენიძალაგუნდურობაშია ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; კორპორატიულ ღონისძიებებს; ჯანმრთელობის დაზღვევას; წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას. გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს. ძირითადი ფუნქცია: სესხების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით ვადაგადავილებული დავალიანების მქონე მსესხებელებთან და თავდებებთან ადგილზე ვიზიტი, სატელეფონო ზარების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება. ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები: უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება); სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე); ლოგიკური აზროვნების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ; პასუხისმგებლობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით. შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად! განცხადების მიღების ვადა: 22 ივლისი 2026 წელი #გახდიკრედოელი