TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / Process specialist

Process specialist

Georgian Amelioration Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 2h ago apply by Aug 17, 2026

Job description

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ექსპლუატაციის დეპარტამენტის საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის სამსახურში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** რეგიონული სამსახურებისა და სერვისცენტრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამელიორაციო სისტემების, მათი ცალკეული კვანძებისა და მოწყობილობების ტექნიკურად გამართული მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობა; ** კომპეტენციის ფარგლებში, საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** დამტკიცებული დაფინანსების ფარგლებში, რეგიონული სამსახურებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილი საექსპლუატაციო და კაპიტალური ღონისძიებების განხილვაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ადგილზე შესწავლა; ** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სტრუქტურული ერთეულების, სახელმწიფო უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ** ხელმძღვანელობის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან აგროინჟინერიის განხრით. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook - მომხმარებლის დონე). სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I, შესახვევი N1 სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00; გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებდი); დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს - 17.08.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ექსპლუატაციის უფროსი სპეციალისტი". წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე [email protected] აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში. შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.