---
title: "Product Manager at Noventiq Georgia"
description: "Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე. Noventiq Georgia არის IT მიმართულების ლიდერი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეო"
---

# Product Manager

**Company:** Noventiq Georgia  
**Location:** Tbilisi, Georgia  
**Posted:** 2026-11-20

**Tags:** product manager

[Apply / View original posting](https://www.linkedin.com/jobs/view/4491937013)

## Job description

Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე. Noventiq Georgia არის IT მიმართულების ლიდერი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით დარგში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია სტაბილური სამუშაო გარემო და ცვლილებების ეფექტური მართვა. პიროვნული და პროფესიული განვითარება ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია: ვსახავთ გაზომვად მიზნებს, ხელს ვუწყობთ რეგულარულ უკუკავშირს და გთავაზობთ მიზნობრივ ტრენინგებსა თუ სერტიფიცირებას. ჩვენს გუნდში პასუხისმგებლობები განაწილებულია გამჭვირვალედ, კომუნიკაცია მკაფიოა - ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, შედეგებს კი ობიექტურად ვაფასებთ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა და პროექტების დამუშავება ბაზრის კვლევისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე; მომხმარებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე მათთვის პროდუქტების შერჩევა/შეთავაზება; ტენდერებში მონაწილეობა, კომერციული წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან და მომხმარებლებთან საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; ვენდორებთან და დისტრიბიუტორებთან მუდმივი ურთიერთქმედება პროექტის ფარგლებში, მათი სასერტიფიკატო მოთხოვნების დაკმაყოფილება, კომპანიის საპარტნიორო სტატუსების მოსაპოვებლად; კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში (კონფერენციები, სემინარები და სხვა) მონაწილეობა და დაგეგმილ მივლინებებში გამგზავრება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ყოველკვირეული ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად; პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის უშუალო დაქვემდებარებაში მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (მისასალმებელია რუსული ენის ცოდნაც); მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); კომერციული წინადადებებისა და პრეზენტაციების მომზადებაში გამოცდილება; დიდი ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართ; IT პროდუქტების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა (პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები, საბეჭდი მოწყობილობები, პერიფერიული IT ტექნიკა და ა.შ.). სახელფასო განაკვეთი: 3125 ლარიდან (GROSS), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული სამუშაო გარემო; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; პროფესიული სასერტიფიკატო კურსები და ტრენინგები; წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day-off და დამატებითი დასვენების დღე დაბადების დღეზე; სამედიცინო დაზღვევა; კორპორატიული ტელეფონის ნომერი; მივლინებები ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე. სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ. №13 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: Georgia@noventiq.com . ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაცია: Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის აკრძალვის პოლიტიკას. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით, მომავალში შესაძლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით. გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=Product+Manager) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"Product Manager","description":"<p>Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე. Noventiq Georgia არის IT მიმართულების ლიდერი კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით დარგში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად არის აღიარებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია სტაბილური სამუშაო გარემო და ცვლილებების ეფექტური მართვა. პიროვნული და პროფესიული განვითარება ჩვენი სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია: ვსახავთ გაზომვად მიზნებს, ხელს ვუწყობთ რეგულარულ უკუკავშირს და გთავაზობთ მიზნობრივ ტრენინგებსა თუ სერტიფიცირებას. ჩვენს გუნდში პასუხისმგებლობები განაწილებულია გამჭვირვალედ, კომუნიკაცია მკაფიოა - ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, შედეგებს კი ობიექტურად ვაფასებთ. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: მომხმარებელთა საჭიროებების განსაზღვრა და პროექტების დამუშავება ბაზრის კვლევისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე; მომხმარებელთა მოთხოვნებიდან გამომდინარე მათთვის პროდუქტების შერჩევა/შეთავაზება; ტენდერებში მონაწილეობა, კომერციული წინადადებების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან და მომხმარებლებთან საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; ვენდორებთან და დისტრიბიუტორებთან მუდმივი ურთიერთქმედება პროექტის ფარგლებში, მათი სასერტიფიკატო მოთხოვნების დაკმაყოფილება, კომპანიის საპარტნიორო სტატუსების მოსაპოვებლად; კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში (კონფერენციები, სემინარები და სხვა) მონაწილეობა და დაგეგმილ მივლინებებში გამგზავრება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ყოველკვირეული ანგარიშგების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად; პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის უშუალო დაქვემდებარებაში მუშაობა. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (მისასალმებელია რუსული ენის ცოდნაც); მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია); კომერციული წინადადებებისა და პრეზენტაციების მომზადებაში გამოცდილება; დიდი ინტერესი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართ; IT პროდუქტების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა (პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები, საბეჭდი მოწყობილობები, პერიფერიული IT ტექნიკა და ა.შ.). სახელფასო განაკვეთი: 3125 ლარიდან (GROSS), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული სამუშაო გარემო; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; პროფესიული სასერტიფიკატო კურსები და ტრენინგები; წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day-off და დამატებითი დასვენების დღე დაბადების დღეზე; სამედიცინო დაზღვევა; კორპორატიული ტელეფონის ნომერი; მივლინებები ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე. სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, ოფისიდან ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქ. №13 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: Georgia@noventiq.com . ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაცია: Noventiq Georgia იზიარებს და ემორჩილება დისკრიმინაციის აკრძალვის პოლიტიკას. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება 2 წლის ვადით, მომავალში შესაძლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით. გისურვებთ წარმატებას!</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"4491937013"},"url":"https://techgeo.ge/job/product-manager-9187969","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Tbilisi","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"Noventiq Georgia"},"directApply":false,"datePosted":"2026-11-20","validThrough":"2026-12-20T23:59:59+04:00"}
```
