TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქტების დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი

პროდუქტების დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი

betsson-georgia Georgia ქართული
Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Jul 25, 2026

Job description

Betsson Georgia ონლაინ თამაშების ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების და სერვისების ფართო არჩევანის მიწოდება კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლებისა და ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისათვის დასაქმების საუკეთესო ადგილია. ჩვენი კორპორატიული კულტურა გამორჩეულია თანასწორუფლებიანობით, გუნდურობით, მრავალფეროვნებით, ინიციატივებისა და კრეატიულობის წახალისებით, რომელიც ჩვენს სამ ძირითად ღირებულებაში აისახება: ერთიანი ბეთსონი, საქმის სიყვარული და სამართლიანი თამაში. ამ ფასეულობების დამსახურებით, 2024 წელს Betsson Georgia Top Employer Institute-ს მიერ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა და გლობალურ ტექ. ინდუსტრიაში Top Employer-ის სტატუსი მიენიჭა. მეტი Betsson Georgia -ს შესახებ გაიგეთ ბმულზე Betsson Georgia განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომელს პროდუქტების დიზაინის გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის გამოსაგზავნად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://betssongroup.com/job/head-of-product-design/ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 25 ივლისი .