TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქტის ადმინისტრატორი - არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი

პროდუქტის ადმინისტრატორი - არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი

TBC Georgia
Posted Aug 04, 2026 16h ago

Job description

ჩვენ ვართ თიბისი -წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტში გვაქვს აქტიური ვაკანსია პროდუქტების ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერილობა დეპოზიტების პროდუქტის ადმინისტრატორი პასუხისმგებელია: დეპოზიტის ოპერაციების დამუშავებასა და მონიტორინგზე; დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადებასა და სახელშეკრულებო გამონაკლისების კოორდინაციაზე; დეპოზიტის ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფასა და დოკუმენტირებაზე; სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირებაზე; დეპოზიტის დოკუმენტაციის მართვასა და შესაბამისობის მონიტორინგზე; დეპოზიტის ოპერაციების დამუშავება და მონიტორინგი დამტკიცებული Pricing-ის ოქმის ან სხვა უფლებამოსილი გადაწყვეტილების საფუძველზე B6-სა და/ან Jira-ში დეპოზიტის რეგისტრაციის, შეწყვეტისა და გამოსყიდვის ოპერაციების შესრულება; ოპერაციის დამუშავებამდე კლიენტისა და ტრანზაქციის ძირითადი მონაცემების გადამოწმება, მათ შორის თანხის, ვალუტის, საპროცენტო განაკვეთის, ვადის, დასრულების თარიღისა და სხვა დამტკიცებული პირობების; ოპერაციის შესრულებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების, თანხმობებისა და დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისა და სისრულის შემოწმება; მიღებული მოთხოვნების შესრულების სტატუსისა და ვადების მონიტორინგი, ასევე გამოვლენილი შეუსაბამობების, არასრული ინფორმაციისა და პროცესის შეფერხებების დროული ესკალაცია. დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადება და სახელშეკრულებო გამონაკლისების კოორდინაცია დამტკიცებული შაბლონებისა და დადასტურებული პირობების საფუძველზე დეპოზიტის ხელშეკრულებების მომზადება; ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და დამტკიცებულ Pricing-ის პირობებთან შესაბამისობის გადამოწმება; არასტანდარტული პირობებისა და სახელშეკრულებო გამონაკლისების იდენტიფიცირება და მათი განხილვის კოორდინაცია იურიდიულ და საოპერაციო რისკების ფუნქციებთან; უფლებამოსილი მხარეების მიერ შეთანხმებული კომენტარებისა და ცვლილებების ხელშეკრულებაში ასახვა, შესაბამისი თანხმობებისა და შეთანხმების დამადასტურებელი მასალების შენახვა. დეპოზიტის ხელშეკრულებების ხელმოწერის უზრუნველყოფა და დოკუმენტირება ხელშეკრულების ტიპისა და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ხელმოწერის პროცესის ორგანიზება Signify-ის, სველი ხელმოწერის ან უფლებამოსილი პირების მიერ ელფოსტით დადასტურების გზით; ხელმოსაწერად ხელშეკრულების საბოლოო, შეთანხმებული და დამტკიცებული ვერსიის წარდგენა; ხელშეკრულების ყველა შესაბამისი მხარის მიერ სრულად და სათანადო ფორმით ხელმოწერის უზრუნველყოფა; ხელმოწერის პროცესის სტატუსის მონიტორინგი და დაუსრულებელი ან დაგვიანებული ხელმოწერების შემთხვევაში შესაბამის მხარეებთან დროული კომუნიკაცია; სრულად ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და ხელმოწერის დამადასტურებელი მასალების შესაბამის სისტემაში ან ელექტრონულ საცავში განთავსება. სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური კორესპონდენციის ადმინისტრირებაზე; დამტკიცებული ინფორმაციის, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და მოქმედი შაბლონების საფუძველზე სახელმწიფო კლიენტებისთვის ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება; დასამტკიცებლად წარდგენამდე წერილში მითითებული კლიენტის მონაცემების, დეპოზიტის პირობებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის სიზუსტისა და სისრულის გადამოწმება; ოფიციალური წერილის შესაბამის უფლებამოსილ პირებთან განხილვის, შეთანხმებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია; შეთანხმებული და ხელმოწერილი წერილის საბოლოო ვერსიის შესაბამის სისტემაში ან ელექტრონულ საცავში განთავსება და დადგენილი წესით შენახვა. დეპოზიტის დოკუმენტაციის მართვა და შესაბამისობის კონტროლი Pricing-ის გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, სახელშეკრულებო გამონაკლისებზე მიღებული თანხმობების, სისტემური მოთხოვნების, ხელმოწერის დამადასტურებელი მასალებისა და ოფიციალური კორესპონდენციის სრული და მოწესრიგებული ჩანაწერების წარმოება; დამტკიცებულ პირობებს, ხელშეკრულებაში ასახულ ინფორმაციასა და შესაბამის სისტემებში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის შესაბამისობის გადამოწმება; დეპოზიტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დამუშავებისა და შენახვისას შიდა პროცედურების, კონფიდენციალურობისა და დოკუმენტების მართვის მოთხოვნების დაცვა; გამოვლენილი არსებითი შეცდომების, მონაცემთა შეუსაბამობების, ურთიერთგამომრიცხავი მითითებების, არასრული ან დაკარგული თანხმობებისა და შესაძლო საოპერაციო ან სამართლებრივი რისკების დროული ესკალაცია. კვალიფიკაცია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფინანსების მიმართულებით; ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სასურველია ბანკის ბექ-ოფისში ან საოპერაციო რისკების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel); საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; სასურველია საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან უპირატესობის ცოდნა; მაღალი პროფესიული ეთიკის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი; დროის ეფექტურად განაწილებისა და ორგანიზების უნარი; სწრაფი რეაგირებისა და საქმისადმი პროაქტიული მიდგომის უნარი; ეფექტური მუშაობა სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე გარემოში; დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ანონიმური წერილი ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.