TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქტის დიზაინერი

პროდუქტის დიზაინერი

hash-bank Georgia ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 04, 2026

Job description

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ. ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება. სამუშაო პირობები: ** პოზიციის დასახელება: პროდუქტის დიზაინერი ** სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. ** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი. სამუშაო აღწერილობა: ** UI/UX დიზაინის შექმნა ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის. ** მომხმარებლის კვლევა (UX Research) და ტესტირებების (Usability testing) ჩატარება. ** Wireframe-ების, პროტოტიპებისა და საბოლოო ინტერფეისების დიზაინი. ** Design System-ის შექმნა და მხარდაჭერა. ** დეველოპერებთან და პროდუქტის მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა და დიზაინის ჩაბარება (Handoff). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით. ** Figma-ს სიღრმისეული ცოდნა და სხვა დიზაინ-ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება. ** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (User-Centered Design) მიდგომების ცოდნა. ** სწრაფი პროტოტიპირების, User Testing-ისა და Accessibility პრინციპების ფლობა. ტიპოგრაფიის, ფერის თეორიის, დიზაინ-პრინციპებისა და ბრენდინგის საფუძვ ** Figma-ს მაღალ დონეზე ფლობა (Auto-layout, Components, Design Systems). ** iOS (Human Interface Guidelines) და Android (Material Design) სტანდარტების ცოდნა. ** HTML/CSS-ის საბაზისო პრინციპების გაგება (ტექნიკური შეზღუდვების გასათვალისწინებლად). ** ინგლისური ენის ცოდნა (B2+ დონეზე). პიროვნული მახასიათებლები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** მომხმარებლის მიმართ ემპათია; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; ** დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად დასმა; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: [email protected] განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, 2026 . გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: პროდუქტის დიზაინერი დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.