პროდუქტის მფლობელი - გადახდების განვითარების ლიგა
Job description
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს სამუშაოს აღწერილობა თიბისის, გადახდევის განვითარების ლიგაში ვეძებთ - პროდუქტის მფლობელს გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიული განვითარება და მართვა, მომხმარებლის, ბიზნესისა და ორგანიზაციისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნის მიზნით. როლი პასუხისმგებელია პროდუქტის ხედვის, სტრატეგიისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრაზე, ბიზნეს შედეგების მიღწევაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და მრავალფუნქციური გუნდების ეფექტიან თანამშრომლობაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები განსაზღვრავს გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიას, ხედვასა და გრძელვადიან განვითარების როუდმეფს. მართავს პროდუქტის პორტფელს და უზრუნველყოფს მისი განვითარების შესაბამისობას ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან. ინოვაციური გადარიცხვების შესაძლებლობების განვითარება იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და ბიზნეს შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე. პასუხისმგებელია პროდუქტის კომერციულ შედეგებზე, ზრდაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და ძირითადი ბიზნეს მეტრიკების გაუმჯობესებაზე. უზრუნველყოფს პროდუქტული ინიციატივების ეფექტიან დაგეგმვას, პრიორიტეტიზაციასა და განხორციელებას. თანამშრომლობს ბიზნეს, ტექნოლოგიურ, ოპერაციულ, რისკების, შესაბამისობისა და იურიდიულ გუნდებთან საერთო მიზნების მისაღწევად. მართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს და მონაწილეობს პროდუქტის ეკოსისტემის განვითარებაში. უზრუნველყოფს პროდუქტების შესაბამისობას მარეგულირებელ მოთხოვნებთან, რისკებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან. ხელმძღვანელობს პროდუქტულ გუნდს, ავითარებს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მაღალი ჩართულობისა და შედეგებზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას. კვალიფიკაცია პროდუქტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ფინანსურ სექტორში ან ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით. გადარიცხვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება რეგულაციებიების საფუძვლიანი ცოდნა ტექნიკურ ამოცანებზე ( გუნდებთაბ) მუშაობის გამოცდილება სტრატეგიული პროდუქტის განვითარებისა და პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის (Product Lifecycle) მართვის გამოცდილება. მომხმარებელზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება. Agile მეთოდოლოგიებითა და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ბიზნეს, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და სტეიკჰოლდერების მართვის ძლიერი გამოცდილება ლიდერული გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ცვლილებების მართვის უნარი. ინგლისური ენების კარგი ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო: ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268 ელფოსტა – [email protected] ანონიმური წერილი. დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.