TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქტის შემოწმების და კონტროლის ოპერატორი

პროდუქტის შემოწმების და კონტროლის ოპერატორი

elvare Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Jul 20, 2026

Job description

ქართული ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანია " ელვარე ", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის შემოწმებისა და კონტროლის ოპერატორის პოზიციაზე. ქარხანა მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, 31, 500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტების პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა მაღალი ზრდის ტემპი ბოლო 9 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ქვეყანაში წამყვანი პოზიციის დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია, ხოლო კორპორატიული კულტურა მთლიანად ამ ღირებულებაზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდური მუშაობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ გუნდის წევრთან ურთიერთობა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ) რას გთავაზობთ? ** ახალი პროფესიის შესწავლას ადგილზე; ** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან საწარმომდე და უკან; ** კვებას; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა 100%-ით კომპანიის ხარჯზე (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ); ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ძირითადი მოვალეობები: ** ადგილზე სწავლება და ახალი უნარების ათვისება: თქვენი პირველი და უმთავრესი მოვალეობა იქნება საქმის ინტერესით შესწავლა, ჩვენი გუნდის მიერ გაზიარებული ინფორმაციის ყოჩაღად ათვისება და პრაქტიკაში გადმოტანა; ** ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) შემოწმება წინასწარ გამზადებული, მარტივი ჩექლისტების მიხედვით (რასაც დეტალურად გასწავლით); ** შემოწმების შედეგების გაზიარება და ანგარიშგება ხელმძღვანელთან; ** საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო კაბელის ან/და ნახევარფაბრიკატის დამატებითი პარამეტრების მარტივი ლაბორატორიული შემოწმება (აქაც, პროცესის ყოველ ნაბიჯს პირველივე დღიდან ეტაპობრივად შეგასწავლით ჩვენი გამოცდილი გუნდი). პიროვნული კომპეტენციები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტაციისა და დაკვირვების უნარი; ** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) პროფესიული ან უმაღლესი განათლება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია: პროდუქტის შემოწმებისა და კონტროლის ოპერატორი. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით. "Elvare" გისურვებთ წარმატებას!