TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი

პროდუქციის შესყიდვების მენეჯერი

ბი-ემ-ესი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 05, 2026

Job description

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. https://www.bms.ge სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64 სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00სთ. ანაზღაურება: 2000 - 3000 ლ , ნეტ. ძირითადი მოვალეობები: ** შესყიდვების სტრატეგიისა და წლიური/თვიური გეგმების შემუშავება; ** მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების ეფექტიანი მართვა; ** პროდუქციის შესყიდვების სრული ციკლის მართვა; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასებისა და თანამშრომლობის პირობების ოპტიმიზაცია; ** შესყიდვებთან დაკავშირებული ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების კონტროლი; ** ტრანსპორტირების, იმპორტისა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია; ** მარაგების, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება; ** მიწოდების რისკების შეფასება და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შემუშავება; ** შესყიდვების პროცესების განვითარება, სტანდარტიზაცია და ERP სისტემის ეფექტიანი გამოყენება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ფლობა; ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. ტელ.: 595 089 796 გისურვებთ წარმატებებს! "წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."