პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერი
Job description
Wei Yap Architects არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს. ‘’Wei Yap Architects ’’-ში ვეძებთ პროექტების ადმინისტრაციული მენეჯერ ს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ძირითადი მოვალეობები: არქიტექტურის სამსახურის უფროსის დავალებით შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და შექვედრების ოქმების წარმოება; შეხვედრაზე შეთანხმებული და შესაბამის ოქმში ასახული საკითხების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი; მოთხოვნის შესაბამისად, სხვადასხვა ჭრილში, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება; ხელშეკრულებების და სხვა ადმინისტრაციული/სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება; დოკუმენტების შენახვის, მართვის და დაარქივების პროცედურის შექმნა და პროცესის მართვა; საპროექტო დოკუმენტაციის შეგროვება, ფაილინგი და დაარქივება; არქიტექურულ პროექტებში შეტანილი ცვლილებების ასახვა/ფაილინგი; არქიტექტურული პროექტების მსვლელობის/შესრულების/დასრულების ვადების კონტროლი; სხვა დეპარტამენტების მოთხოვნების/საჭიროების (სეილები, სერვისები, ქოლი, პროექტები და სხვ.) მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; მომიჯნავე დისციპლინის მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია - დოკუმენტაციის გამოთხოვა/ინფორმაციის მიწოდება, ვადების კონტროლი, მომსახურების მიღების/გადამისამართების მონიტორინგი; ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ადმინისტრაციული და საოფისე პროცესების მართვის გამოცდილება; დოკუმენტბრუნვისა და არქივირების სისტემების ცოდნა; MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.