პროექტების მენეჯერი
Job description
Studio 9 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტების მენეჯერი - ფოთი ჩვენ ვართ Studio 9 - all in one არქიტექტურული სტუდია, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ქმნის მასშტაბურ და კონტექსტზე დაფუძნებულ არქიტექტურულ, ინტერიერის დიზაინისა და ურბანულ პროექტებს. კომპანია საქართველოს ორ ლოკაციაზე - თბილისსა და ფოთში ოპერირებს, სადაც ჩვენი გუნდები რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობენ. 13+ წლის განმავლობაში განხორციელებული გვაქვს 200-ზე მეტი პროექტი არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობისა და ქალაქგეგმარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს 65-ზე მეტ სპეციალისტს და მართავს პროცესს სრულ ციკლად - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან საბოლოო რეალიზაციამდე. სტუდიის პორტფოლიო მოიცავს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ურბანულ გენგეგმებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციასა და კერძო საცხოვრებელ არქიტექტურას. კომპანიის ვებგვერდი: www.studio9.ge მიმდინარე გაფართოებისა და ახალი პროექტების ფარგლებში, ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: მის პორტფოლიოში შემავალი პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნების და ამოცანების შესრულება; საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა; პროექტის მიხედვით შედგენილი გრაფიკების კონტროლი; პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა; პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა, მუშაობა, დავალების გაცემა, მოთხოვნა, შემოწმება; პროექტის მიმდინარეობის უწყვეტი პროცესის ორგანიზება და კონტროლი; პროექტების დროული ატვირთვა და მიღებული პასუხების გაცნობა, შესაბამისი წერილების მომზადება; პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დამკვეთისა და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა; ყოველკვირეული რეპორტინგი მენეჯმენტთან მიმდინარე მდგომარეობასთან და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, მათი წარდგენა თათბირზე გრაფიკების მიმდინარეობის შესახებ; პროექთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს. ოქმების წარმოება, როგორც დამკვეთებთან, ასევე, მომიჯნავე სპეციალისტებთან; არქიტექტურული პროექტების დანართების ვიზირება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Project) პიროვნული თვისებები: გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კრეატიულობა; პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/RFmYulk