TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი

ევრო პანელ ჯგუფი თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

კომპანია „ევრო პანელ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორის პოზიციაზე. https://panels.ge/ https://www.facebook.com/europanels.ge სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ხელფასი: 1500 ლარიდან გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + პროექტზე მიბმული საბონუსე სისტება ძირითადი მოვალეობები: ობიექტების მონიტორინგი; თანამშრომლების (ხელოსნების) გამოცხადების გრაფიკის კონტროლი; შესრულებული სამუშაოს აზომვითი ნახაზების წარმოება, აღწერა და ხარისხის კონტროლი; სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლი; რეპორტინგის წარმოება; სავალდებულო მოთხოვნები: გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 1 წელი; საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel); ანალიტიკური აზროვნების უნარი; ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი. პერსონალური უნარები: დისციპლინირებული; პასუხისმგებლიანი; თანმიმდევრული; საქმისადმი ერთგული; სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected] სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროექტების ტექნიკური ზედამხედველი/კოორდინატორი აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!