პროექტის ადმინისტრატორი
Job description
შპს " კომპანია ბლექ სი გრუპი " აბასთუმანში ახალი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კადრს პროექტის ადმინისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: აბასთუმანი სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მართვა; ** სამშენებლო ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და მოწესრიგება; ** დასაქმებული პერსონალის საყოფაცხოვრებო და ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა; ** საოფისე მასალების, საკანცელარიო და საჭირო ინვენტარის მარაგების კონტროლი; ** სათაო ოფისთან მუდმივი კოორდინაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიმოცვლის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დოკუმენტაციასთან მუშაობის პრაქტიკული უნარები; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე კარგად ცოდნა; ** ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა; ** გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. რას გთავაზობთ: ** სამუშაო გამოცდილების მიღებას მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე; ** მეგობრულ, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად). როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "პროექტის ადმინისტრატორი - აბასთუმანი".