პროექტის მართვის მენეჯერი
Job description
ვაკანსია: პროექტის მართვის მენეჯერი ვეძებთ გამოცდილ პროექტის მართვის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო პროექტების სრულ ციკლს — Pre-Construction, Construction და Handover ეტაპებიდან დასრულებამდე. ძირითადი პასუხისმგებლობები: * პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული მართვა ვადების, ბიუჯეტისა და ხარისხის ფარგლებში; * დამკვეთის, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების, კონსულტანტებისა და სხვა მონაწილე მხარეების კოორდინაცია; * პროექტის პროგრესის, რისკების, ცვლილებებისა და ხარჯების მონიტორინგი; * დიზაინის, საინჟინრო და სამშენებლო პროცესების მართვა და შესაბამისობის კონტროლი; * სამშენებლო დოკუმენტაციის (RFIs, Variation Orders, Shop Drawings, Material Submittals, As-Built Drawings და სხვ.) მართვა; * ხარისხის კონტროლი, ობიექტის ინსპექციების ორგანიზება და ტექნიკური შესაბამისობის უზრუნველყოფა; * პროექტის ანგარიშგებების მომზადება და შიდა პროცესების გაუმჯობესების ინიციირება. მოთხოვნები: * მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით (სასურველია Client-side გამოცდილება); * სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვის გამოცდილება; * საერთაშორისო სამშენებლო კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის ცოდნა (FIDIC-ის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); * სამშენებლო ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; * MS Project / Primavera P6-ის ცოდნა; * ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა; * PMP, PRINCE2 ან მსგავსი სერტიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად. ვაფასებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს: ✔️ ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; ✔️ გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ✔️ ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები; ✔️ მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, Cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , არაუგვიანეს 5 აგვისტოსი