პროექტის მართვის მენეჯერი
Job description
რედიქს ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. პროექტის მართვის მენეჯერის მოვალეობები მოიცავს შემდეგს: ** პროექტების მართვა დამკვეთის მხრიდან სრული ციკლის განმავლობაში დაწყებული წინასამშენებლო ფაზიდან დასრულებამდე (Pre-Construction, Construction, Handover); ** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი დადგენილი ვადების, ბიუჯეტის და ხარისხის ფარგლებში; ** პროექტის სამოქმედო გეგმისა და ეტაპების განსაზღვრა და პროგრესის მონიტორინგი; ** დამკვეთის, კონტრაქტორის, ქვეკონტრაქტორების, კონსულტანტებისა და ბრენდის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია; ** სამუშაო შეხვედრებისა ორგანიზება, შეხვედრის ოქმის მომზადება და გადაწყვეტილებების მონიტორინგი; ** დიზაინის, არქიტექტურული, საინჟინრო, ინტერიერის და სხვა კონსულტანტების მუშაობის კოორდინაცია; ** ბრენდის მოთხოვნების ინტეგრირება დიზაინსა და სამშენებლო პროცესში და შესაბამისობის კონტროლი; ** პროექტის ტექნიკური დავალებების, სტანდარტებისა და deliverables-ის შესრულების უზრუნველყოფა; ** Engineers Instructions, Variation Orders, RFIs, NCR-ების, Method Statements და სხვა კონტრაქტული დოკუმენტების მართვა; ** სამშენებლო პროცესის შესაბამისობის კონტროლი დამტკიცებულ IFC ნახაზებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან. ობიექტზე ვიზიტების დაგეგმვა, ინსპექციების ჩატარება და ხარისხის კონტროლი; ** კონტრაქტორისა და კონსულტანტების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის გადამოწმება, დამტკიცება და არქივირება; ** პროექტის დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ** Shop Drawings, Material Submittals, As-Built Drawings და სხვა ძირითადი დოკუმენტების დამუშავება და კონტროლი; ** ფაილ სერვერის სტრუქტურის შექმნა, მართვა და განახლება, როგორც შიდა დოკუმენტაციის ინსტრუმენტი; ** სამშენებლო პროგრესის, ხარჯების და რისკების რეგულარული მონიტორინგი; ** თვის პროგრესის ანგარიშგების მომზადება; ** პროექტის ბიუჯეტთან, გრაფიკთან და ხარისხთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ** ცვლილებების, რისკების და შეუსაბამობების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტილებების ინიცირება; ** შიდა გუნდის (PM Assistant, Document Control, Coordinators) კოორდინაცია და საქმიანობის ზედამხედველობა; ** შიდა პროცესების სტანდარტიზაცია და პროექტის მენეჯმენტის პროცედურების დანერგვა; ** პროექტის ფაზების თანმიმდევრობის და deliverables-ის სისტემური კონტროლი; ** ბრენდის მოთხოვნებთან, დიზაინის ხედვასთან და დამკვეთის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** პროექტის დასრულების ფაზის (Pre-opening / Handover) კოორდინაცია და დოკუმენტაციის დახურვა; ** დამკვეთის ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე ტექნიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით; ** ხარისხის ინსპექციებში მონაწილეობა და კომპანიის სახელით გადაწყვეტილებების მიღება; ** პროექტთან დაკავშირებული ყველა მხარის ინფორმირება ცვლილებებისა და პროგრესის შესახებ; ** პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა და ეფექტურობის ამაღლების ინიციატივების შემოტანა; ** კომპანიის შიდა ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის სისტემების დახვეწა პროექტის მართვის მიმართულებით. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის, პროექტების მართვის მიმართულებით; ** პროექტების მართვის სფეროში მინიმუმ 5-7 წლიანი გამოცდილება, სასურველია დამკვეთის (Client-side) წარმომადგენლის როლში; ** სრული პროექტის ციკლის (Pre-Construction, Construction, Handover) მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** საერთაშორისო სამშენებლო კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის (FIDIC ჩაითვლება უპირატესობად) ცოდნა; ** Engineers Instructions (EI), Variation Orders (VO), RFIs, NCRs, Method Statements, Shop Drawings, Material Submittals, As-Built Drawings და სხვა სამშენებლო დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება; ** IFC ნახაზების, სამშენებლო სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი; ** პროექტის ბიუჯეტის, გრაფიკისა და რისკების მართვის გამოცდილება; ** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების, კონსულტანტებისა და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება; ** პროექტის დოკუმენტბრუნვისა და Document Control სისტემების მართვის გამოცდილება; ** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა; ** MS Project-ის ან Primavera P6-ის ცოდნა; ** AutoCAD-ის ცოდნა (ნახაზების წაკითხვის დონეზე მაინც); ** დოკუმენტების მართვის პლატფორმებთან (SharePoint, Aconex, Procore, Autodesk Construction Cloud ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა (როგორც წერითი, ისე ზეპირი კომუნიკაცია); ** PMP, PRINCE2 ან სხვა საერთაშორისო პროექტების მართვის სერტიფიკატი ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი უნარები; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი სამუშაო ეთიკა; ** გუნდის მართვის, მოტივაციისა და კოორდინაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, Cv გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 5 აგვისტოსი .