TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პროექტის მენეჯერი

პროექტის მენეჯერი

Trump Tower Tbilisi Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 10, 2026

Job description

" Trump Tower Tbilisi " წარმოადგენს მასშტაბურ პროექტს, რომელიც "Archi Group"-სა და "Biograpi Living"-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი არქიტექტურულად გამორჩეულ ექვს შენობას მოიცავს, რომელთა შორის ინტეგრირებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდირებული საცხოვრებელი რეზიდენციები. პროექტი მოიცავს: ** დედაქალაქის ყველაზე მაღალ და გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობას; ** პრემიუმ კლასის ბიზნესცენტრს; ** ლუქს-კლასის სავაჭრო სივრცეებს; ** ლუქს-კლასის ბრენდულ სასტუმროს; ** უმაღლესი დონის რესტორნებსა და პრემიუმ გასართობ სივრცეებს; "Trump Tower Tbilisi"-ის პროექტისათვის ვეძებთ პროექტის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** პროექტის სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, დასრულება) დადგენილ ვადებში, ბიუჯეტსა და ხარისხობრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში; ** პროექტების განვითარების ყველა ეტაპზე, ჩართული სტრუქტურების (როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარე კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების) კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა; ** პროექტის გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი; ** ეფექტური კოორდინაცია პროექტში ჩართულ მხარეებთან: სასტუმროს ბრენდი/ოპერატორი, დამკვეთი, არქიტექტორები, დიზაინერები, ინჟინრები, კონტრაქტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტები; ** ბრენდის (სასტუმროს ოპერატორის) მოთხოვნებისა და სტანდარტების ინტეგრირება პროექტში; ** ტექნიკური და სამშენებლო დოკუმენტაციის რევიზია; ** პროექტის ძირითადი რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, რეაგირება და მართვა; ** კონტრაქტორებისა და კონსულტანტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა; ** სატენდერო წინადადების მომზადება, განხილვა, მოლაპარაკებები და კონტრაქტორებთან შეთანხმება; ** კონტრაქტების მართვა, ცვლილებების კონტროლი; ** შესაბამის უწყებებთან სანებართვო და სალიცენზიო პროცედურების კოორდინირება; ** პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება (მათ შორის სტატუს-რეპორტები მენეჯმენტისთვის და დამკვეთებისთვის); ** რეგულარული საიტ-ვიზიტები და სამუშაოების წარმოების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; ** აუცილებელია კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია სასტუმროს განვითარების პროექტებზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; ** სასურველია პრემიუმ კლასის ან საერთაშორისო დეველოპერულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 ივლისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.