პროგრამა ‘EU-link’ ქართული SME-ების მხარდასაჭერად
Job description
თანდართული ფაილი: 737499_EU_Link_Programme___07_2026_9431363.zip "UNDP Georgia" აცხადებს ახალ პროგრამას ` EU-link` ქართული SME-ების მხარდასაჭერად. მცირე და საშუალო საწარმოების (SME) მხარდასაჭერად იწყება ახალი პროგრამა `EU-link`, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესების დაკავშირებას პოტენციურ მყიდველებთან, პარტნიორებთან და/ან ინვესტორებთან ევროკავშირის პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, SME-ები მიიღებენ მხარდაჭერას მათთვის სასურველი დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა სახის კონსულტანტების დასაქირავებლად ევროკავშირში. აღნიშნული კონსულტანტები დაეხმარებიან ბენეფიციარებს: ** პროდუქცია ან/და მომსახურება შესთავაზონ ახალ სამომხმარებლო ბაზრებს ევროკავშირში; ** მოიძიონ უცხოელი პარტნიორები; ** მიიღონ სასურველი ინფორმაცია სამიზნე საექსპორტო ქვეყნების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია ტენდენციების, მარკეტინგული შესაძლებლობების, სამართლებრივი და კულტურული ბარიერების შესახებ. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რამდენჯერმე გამოცხადდება ღია კონკურსი და თითოეული კონკურისის ფარგლებში შეირჩევა 5-15 ბენეფიციარი SME. თანადაფინანსების მოცულობა - საკონსულტაციო მომსახურების სრული ღირებულების 70%, თუმცა, არაუმეტეს $3, 500 ერთ ბენეფიციარზე. პროგრამის დეტალური აღწერა მოცემულია თანდართული პრეზენტაციის სახით. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/UntpA5tKQcTs2KrNA განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2026 წლის 21 აგვისტო. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ. განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: სალომე შურღულაია; [email protected] ; +995 599 04 05 04