---
title: პროგრამა - ფემინისტური სკოლა
description: მდგრადი განვითარების კავშირი საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2023 წლიდან მუშაობს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ფემინისტური სკოლა ორგანიზა
---

# პროგრამა - ფემინისტური სკოლა

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-02  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749488)

## Job description

მდგრადი განვითარების კავშირი საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2023 წლიდან მუშაობს ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ფემინისტური სკოლა ორგანიზაციის მორიგ ინიციატივას წარმოადგენს. ის ხუთკვირიან პროგრამას აერთიანებს (ჯამში ხუთი შეხვედრა), რომლის მიზანია, მონაწილეებისთვის გენდერის, ფემინიზმის, ფემინისტური თეორიების შესახებ ცოდნის გაზიარება და კრიტიკული აზროვნების წახალისება. შეხვედრების ფარგლებში იქნება შემდეგი თემები მიმოხილული: ** სქესი და გენდერი; ** ფემინიზმის ტალღები; ** ფსიქოანალიზი გენდერზე; ** პატრიარქატი და მასკულინობა; ** რეპროდუქცია და დედობა; ** ქალები, შრომა და კაპიტალიზმი; ** მესამე სამყაროს ქალები; ** შესავალი ქვიარ თეორიებში პროგრამაში მონაწილეობისთვის წინასწარი ცოდნა ან ფემინისტურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება არ არის საჭირო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები უკეთ გაეცნობიან გენდერისა და ფემინისტური თეორიების ძირითად ცნებებსა და საკითხებს, რაც მათ დაეხმარებათ ამ თემების კრიტიკულად გააზრებასა და ყოველდღიურ რეალობაში მათთან დაკავშირებული პროცესების ანალიზში. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება აპლიკაციაში დაფიქსირებული მოტივაციიდან გამომდინარე. ფემინისტური სკოლის ხუთ კვირიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბეჭდური სერტიფიკატები. შეხვედრები დაიწყება ოქტომბრის პირველ კვირაში. პროგრამის ხანგრძლივობა - 5 კვირა / 5 შეხვედრა. განაცხადის შევსების ბოლო ვადა - 24 სექტემბერი . დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScqmNktzMHGwl-3WEb-evAoDGB5CEVS97OhOj5GU7GQ85bvDQ/viewform?usp=dialog

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90+-+%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
