პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
Job description
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში. სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) ძირითადი მოვალეობები: საოპერაციო პროგრამების მხარდაჭერის გაწევა მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოზიება/კორექტირება, დაფიქსირებული ხარვეზის დეტალური აღწერა და დაფიქსირება შემდეგი საფეხურის მხარდაჭერის გუნდთან. მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება. ძირითადი მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით; SQL-ის საბაზისო ცოდნა; PostgreSQL, MSSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად); სასურველია IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა; პიროვნული უნარები: ანალიტიკური აზროვნება სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა სიახლეების სწავლის უნარი; დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი დროის ეფექტური მართვა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.