Project Manager
Job description
შპს ნესტ გრუპი არის საინჟინრო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება შენობის საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და ინტეგრაციაში. კომპანიის მიმდინარე პროექტების ზრდიდან გამომდინარე, ვაცხადებთ ვაკანსიას BMS პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს BMS და მასთან დაკავშირებული საინჟინრო სისტემების პროექტების ეფექტიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და წარმატებით განხორციელებას. ძირითადი მოვალეობები: • BMS საინჟინრო პროექტების სრული ციკლის მართვა – დაგეგმვიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე; • პროექტების ტექნიკური, ფინანსური და საოპერაციო პროცესების კოორდინაცია; • დამკვეთებთან, პროექტანტებთან, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და შიდა საინჟინრო გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; • სამუშაო გრაფიკების, რესურსების განაწილებისა და პროექტის კრიტიკული ეტაპების დაგეგმვა და მონიტორინგი; • BMS სისტემების ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია HVAC, ელექტრო, წყალმომარაგება-კანალიზაციის, სახანძრო უსაფრთხოების, ლიფტების, გენერატორების, UPS-ის, განათებისა და სხვა საინჟინრო სისტემებთან; • პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სპეციფიკაციების განხილვა და შესრულების კონტროლი; • სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; • შესრულებული სამუშაოების მოცულობების, აქტებისა და ფორმა N2-ის მომზადება და კონტროლი; • პროექტის რისკების შეფასება, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტა; • შესრულებული სამუშაოების პროგრესის ანგარიშგება ხელმძღვანელობისა და დამკვეთის წინაშე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის, მექანიკური ინჟინერიის, ავტომატიზაციის, ენერგეტიკის ან მონათესავე მიმართულებით; • Building Management System (BMS) სისტემების მუშაობის პრინციპების ცოდნა; • HVAC, ელექტრო, ELV და ავტომატიზაციის სისტემების ზოგადი ტექნიკური ცოდნა; • AutoCAD-ის, MS Project-ისა და Microsoft Office-ის პროგრამების პრაქტიკული ცოდნა; • ტექნიკური დოკუმენტაციისა და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი; • ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე. პიროვნული უნარები: • ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა; • შედეგსა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა; • მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: • კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; • საერთაშორისო ბრენდებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილებას; • მონაწილეობას მასშტაბურ კომერციულ, სასტუმრო, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში; • თანამედროვე სამუშაო გარემოსა და პროფესიონალ გუნდს; • სამედიცინო დაზღვევასა და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს (კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად). თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ თანამედროვე საინჟინრო სისტემების დანერგვასა და მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) და გახდით შპს ნესტ გრუპის გუნდის წევრი : [email protected]