პრომო გოგო
Job description
კომპანია " 3D Painter " სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას იმუშაო ნახევარ განაკვეთზე, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, სადაც შეძლებ პარალელურად სწავლასაც და შემოსავლის მიღებასაც. რას გთავაზობთ: ** სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკი ** სამუშაო ადგილმდებარეობა: გალერეა ან თბილისი მოლი ** სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე (შეთანხმებით) ** სამუშაო დრო: 14:00-22:00 ** ანაზღაურებადი სტაჟირება: 1 კვირა ** დღიური ანაზღაურება: 50 ლარი + გაყიდვების ბონუსები ** ხელფასის ჩარიცხვა კვირაში ერთხელ ** აქ დაგხვდებათ თბილი, მხარდამჭერი და პოზიტიური სამუშაო გარემო ** გამოცდილება საჭირო არ არის ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით და დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში პრომოუტერის მოვალეობები: ** მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა, ** კომუნიკაციის დაწყება და პროდუქტის/ბრენდის პირველადი გაცნობა, რათა ადამიანი გაჩერდეს და ჩვენი პროდუქციით დაინტერესდეს. ** ხალხის აქტიური ჩართვა და მოზიდვა. ** დაინტერესებული მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების სწორად განსაზღვრა და გაყიდვამდე მიყვანა. ** პროფესიული კონსულტაცია, პროდუქტის შერჩევაში დახმარება და გაყიდვის დასრულება. ** სტენდების მოწესრიგება და ვიზუალური წესრიგის შენარჩუნება ** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა ვის ვეძებთ: ** კომუნიკაბელურ და პოზიტიურ ადამიანს ** პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ კანდიდატს ** მომხმარებელზე ორიენტირებულ პიროვნებას ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნეს თუ გინდა შეიძინო გამოცდილება, გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარები და იმუშაო სასიამოვნო გარემოში — გამოაგზავნე CV: [email protected] . Subject: Promo Girl.