TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პრომოუტერი

პრომოუტერი

თერმო ცენტრი Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 12h ago apply by Aug 23, 2026

Job description

კომპანია " თერმო ცენტრი " 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: მიჰაუსი - ჯ. ლეჟავას ქ. #22, თბილისი შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + კონკურენტული საბონუსე სისტემა სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა პირველივე თვიდან ** Fitpass ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა. ** სტენდზე განთავსებული პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა. ** მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე განვადების, გადანაწილებისა და პროდუქციის ადგილზე მიტანის შემთხვევაში, ინვოისის გამზადება და მომხმარებლისთვის გადაცემა. ** ქსელში შეტანილი პროდუქციის მონიტორინგი და საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, სტენდის შევსება, საჭიროების მიხედვით. ** აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება) ** სასურველია უცხო ენების ცოდნა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრომოუტერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.