TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფრონტ ოფის აგენტი

ფრონტ ოფის აგენტი

ლე მერიდიენ ბათუმი ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

სასტუმრო ლე მერიდიენი აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფის აგენტის პოზიციაზე სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები სტუმრების დახვედრა და რეგისტრაციის (Check-in) / გაწერის (Check-out) პროცესის მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოში წარმართვა; სტუმრების რეგისტრაცია და ნომრების მინიჭება; სტუმრების სპეციალური მოთხოვნების დაკმაყოფილება შესაძლებლობის ფარგლებში; საჭიროების შემთხვევაში, სტუმრების დახმარება სარეგისტრაციო ფორმების შევსებაში; სტუმრის გამგზავრებისას ანგარიშის გადამოწმება და საბოლოო ანგარიშსწორების პროცედურის განხორციელება; გადახდების მიღება, ანგარიშის დახურვა და ინვოისის გადაცემა სტუმრისთვის; სტუმრების შეკითხვებსა და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება, როგორც ტელეფონით, ასევე პირადად; ნომრების დაჯავშნის პროცედურების ცოდნა და ეფექტურად გამოყენება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფრონტ ოფისის აგენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად; სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის უნარი; სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი; დაინტერესების შემხვევაში გთხოვთ გადადით მითითებულ ბმულზე და გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე https://lemeridienbatumi.selfrecruit.ge/s/wjSRj