პროცესების აუდიტორი
Job description
კომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. "არქი"-ში ვეძებთ ბიზნეს პროცესების აუდიტორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ** კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი. ** პროცესებზე დაკვირვება რეალურ დროსა და სივრცეში (მათ შორის დასრულებულ და მიმდინარე სამშენებლო ობიექტებზე). ** მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების ანალიზი, დოკუმენტირება და დარღვევათა აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების მომზადება. ** გაცემული რეკომენდაციების შესრულების ვადების კონტროლი. ** პროცესების დარღვევათა რეესტრის წარმოება და ტენდენციების ანალიზი; ** არსებული პროცესებისა და პროცედურების ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება (მათ შორის As-is და To-be მოდელის გამოყენებით); ** სხვადასხვა პროცესების, სტანდარტებისა და პოლიტიკების ურთიერთშესაბამისობის ანალიზი; ** არსებული პროცესების დოკუმენტების პერიოდული აუდიტი და განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება; ** ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი; ** CRM-ში პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია; ** აუცილებელია საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.