ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი
Job description
15 წელზე მეტია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი და ვებგვერდი www.tbcpay.ge აქვს, აღნიშნულ პლატფორმებზე სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი. ვაკანტური პოზიციის დასახელება: ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო მოვალეობები: ** რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების მომზადება; ** AML მიზნებისთვის ტრანზაქციული მონიტორინგი და ანალიზის/შედეგების დოკუმენტირება; ** AML მიზნებისთვის ანგარიშგებების მომზადება, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ანგარიშგებების მომზადება მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების მომზადება. ** "იცნობდე შენს კლიენტს" სტანდარტის მხარდაჭერა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ** ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის პრევენციის მიზნით, შიდა კონტროლის განხორციელება, კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების (პარტნიორების და კლიენტების), ასევე სხვა შესაბამისი პირების, იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დეტალური შესწავლა, ინფორმაციის აღრიცხვა, ** სისტემატიზაცია, გაანალიზება და შენახვა. ** AML საკანონმდებლო მოთხოვნების და კომპანიის შესაბამისობის პროგრამის მხარდაჭერა. ** პერიოდული რეპორტების მომზადება; ** მაღალი რისკის კლიენტების (მათ შორის პოლიტიკურად აქტიური პირების) მიმართ იდენტიფიკაციისა და მონიტორინგის გაძლირებული ზომების გატარების უზრუნველყოფა, მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების/გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე დასკვნის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციების გაწევა; ** შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პერიოდულობით კომპანიის ხელმძღვანელობისათვის ფინანსური მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე წერილობითი ანგარიშის, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის შიდა ინსტრუქციების სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და წარდგენა; ** ფინანსური მონიტორინგის, ასევე კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის პროცესებთან დაკავშირებით, თიბისი ბანკთან თანამშრომლობა. ** საქართველოს ეროვნული ბანკის წერილების მომზადების პროცესში მხარდაჭერა; ** მნიშვნელოვანი საკითხების დროული ესკალაცია. განათლება: ** უმაღლესი განათლება, უპირატესობად ჩაითვლება სამართალმცოდნეობის მიმართულება; ** ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა; ** MS Office პროგრამების ცოდნა; ** გამოცდილება: ** საფინანსო სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით 1-2 წლიანი გამოცდილება; პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები: ** მაღალ დონეზე განვითარებული ტექნიკური უნარები (მაგ. მონაცემების ანალიზისა და მონაცემებზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გამოტანის უნარი); ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი. ** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული; ** გუნდურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00 ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 17:00 პარასკევი. სამუშაო განაკვეთი: სრული რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის სპეციალისტი". გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე [email protected] შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 27 27 47 ან *2747; ელ ფოსტა: [email protected] ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.