პურის მცხობელი
Job description
პურის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე დღეგამოშვებით ღამის ცვლაში. ცვლის ხანგრძლივობა 10-12 საათი. ძირითადი მოვალეობები: პურის ცხობისთვის საჭირო დანადგარებთან (ცომსაზელი, ცომსაჭრელი, ღუმელი...) მუშაობა; რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი; საწყობში საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა; პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი; მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით. ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა; სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება; დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: სასურველია მცხობლის პოზიციაზე ან ცომთან მუშაობის გამოცდილება; სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი. მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე +995571790099